ტრავენდალის საზავო ხელშეკრულება 1700

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრავენდალის საზავო ხელშეკრულება 1700 – (დანიასა და პოლშტაინის საჰერცოგოს შორის), ხელი მოაწერეს 18.VIII ტრავენდალის ციხესიმაგრეში (ლიუბეკის მახლობლად, თანამედროვე გერმანია), დაასრულა დანია-ჰოლშტაინის ომი 1700. დანია იძულებული გახდა, დაედო ხელშეკრულება შვედეთის, ჰოლანდიისა და ინგლისის დიპლომატიური და სამხედრო ზეწოლის გამო. ფორმალურად ხელშეკრულება ითვალისწინებდა დანიის მიერ პოლშტაინის სუვერენიტეტის აღიარებას, რომელიც შვედეთის მოკავშირეს წარმოადგენდა, და მისთვის სამხედრო ზარალის ანაზღაურებას. დანიამ იკისრა, შეესრულებინა შვედეთისათვის ადრე დადებული ხელშეკრულებები და არავითარი დახმარება არ გაეწია მისი მტრებისათვის. ფაქტობრივად ხელშეკრულება ნიშნავდა დანიის გამოსვლას ანტიშვედური კოალიციიდან. ჩრდილოეთის ომის (1700-21) დასაწყისში შვედეთს მიეცა აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში სახმელეთო ჯარების თავმოყრის საშუალება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები