ტრალვა
ტრალვა ნაღმების ძებნა და განადგურება ხომალდების და გემების უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით. ახორციელებენ მტრალავი ხომალდები, ნაღმური ღობურების გამრღვევები, ტრალ-კარჭაპები, მტრალავი შვეულმფრენები.
ტრალვისთვის გამოიყენება სხვადასხვა ასაფეთქებელი საშუალება (ზონრიანი მუხტები, სიღრმული ბომბები) და ნაღმსაძებნები.
ნაღმების და გამოყენებული ტრალვების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კონტაქტურ, უკონტაქტო და კომბინირებულ ტრალვს.
ნაღმური ღობურების აღმოსაჩენად და მათი საზღვრების დასადგენად წარმოებს სადაზვერვო და საკონტროლო ტრალვა ნაღმური ღობურების სრული განადგურება ხორციელდება მოგვიანებით, ვითარებიდან გამომდინარე;
სარჩევი |
კომბინირებული ტრალვა
უცნობი კონსტრუქციის ან კომბინირებული ამფეთქიანი ნაღმების ტრალვის ხერხი. ხორციელდება ერთობლივად ბუქსირებადი ელექტრომაგნიტური, აკუსტიკური, მაგნიტურ-ჰიდროდინამიკური ან აკუსტიკურ- ჰიდროდინამიკური ტრალებით.
კონტაქტური ტრალვა
კონტაქტური ტრალით ღუზიანი ნაღმის ტრალვის მეთოდი. მისი ბუქსირება ხდება გათვალისწინებულ სიღრმეზე. ტრალით ნაღმსაბამზე ღუზასთან ნაღმის შემაერთებელი გვარლის (ბაგირის) მოდებისას მტრალავს ბუქსირით მიაქვს ნაღმები თავთხელ (დაბალი წყალი) რაიონებში, სადაც ისინი თავისუფლდებიან ტრალისგან და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდებიან. თუ ტრალს აქვს დანები, ისინი გადაჭრიან ნაღმსაბამებს, რის შემდეგ ნაღმები ასევე ამოტივტივდება. ორივე შემთხვევაში მცურავ ნაღმებს ანადგურებენ მცირეკალიბრიანი ქვემეხების ცეცხლით ან ასაფეთქებელი ვაზნების მეშვეობით.
უკონტაქტო ტრალვა
ფსკერის არაკონტაქტური ნაღმების ტრალების დახმარებით ტრალვის ხერხი, რომლებიც ახდენენ ენერგიის გენერირებას. იგი ანალოგიურია ხომალდის ფიზიკური ველების ენერგიისა, რომელიც იწვევს ნაღმების ამფეთქთა (მაგნიტური, ინდუქციური, აკუსტიკური,ჰიდროდინამიკური და კომბინირებული) ამოქმედებას და მათ აფეთქებას.