ტრანსფაზური გადაცემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრანსფაზური გადაცემა – (ლათ. trans გავლით + ბერძნ. phasis გამოვლენა), დაავადების აღმძვრელის გადაცემა გადამტანის მეტამორფოზის პერიოდში. მაგ. იქსოდიდური ტკიპი – Hyalomma detritum მსხვილფეხა მცოხნელ პირუტყვს თეილერიოზის აღმძვრელს (Theileria annulata) გადასცემს თუ ამ ტკიპის ნიმფამ მოწოვა დაავადებული ცხოველის სისხლი (ე.ი. ნიმფას წინა ფორმა – ლარვა არ იყო დაინვაზიებული).