ტრანსფერული შემოსავლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრანსფერული შემოსავლები - (transfer incoms), შემოსავლები (პენსიები, საჩუქრები და ა.შ.), რომლებიც არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც გადასახდელები გაწეულ მომსახურებაზე და ამიტომ არ აისახება ეროვნულ შემოსავალში. მათ შეესაბამება ტრანსფერული გადასახდელები (შენატანები სოციალური დაზღვევის ფონდში და სხვ.), რომელთა წყაროა წარმოების ფაქტორებისგან მიღებული შემოსავლები.