ტრანსფორმატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამფაზიანი ზეთიანი ძალური ელექტროტრანსფორმატორი

ტრანსფორმატორი (ლათ. transformo გარდამქმნელი < trāns -ით, გავლით და formo სახის მიცემა) – სტატიკური ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ელექტრომაგნიტური ინდუქციის საშუალებით ცვლადი დენის წრედში ერთი ძაბვის მეორე ძაბვად გარდაქმნისთვის, სიხშირის შეუცვლელად და მცირე სიმძლავრის დანაკარგებით. ტრანსფორმატორი შედგება ერთი ან რამდენიმე კოჭისაგან, რომელზეც დახვეულია იზოლირებული გამტარები და მოქცეულია ერთიან მაგნიტურ ველში. ეს გამტარები დახვეულია მაგნიტურ გულარზე, რომელიც დამზადებულია ფერომაგნიტური მასალისგან. თუ ტრანსფორმატორი შედგება ერთი კოჭისაგან მას ავტოტრანსფორმატორი ეწოდება.

არსებობს ტრანსფორმატორის სახეები: ავტო, ანოდური, ბაზისური, ბრუნვის, გადასვლითი, გამოსავალი, დაბალი სიხშირის, დამწევი, დასექციებული, დატვირთვის, დენის, დიფერენციალური, ვარვარის, ზეთის, იმპულსური, კავშირის, კასკადის, მათანხმებელი, მაღალი სიხშირის, მიკროფონის, მცირე სიმძლავრის, ორგრაგნილიანი, პიკური, რეზონანსული, საზომი, საკომუტაციო, სამუხტავი, სამფაზიანი, საშემდუღებლო, საცდელი, საჰაერო, სიხშირის, სტაციონარული, ტონალური, ტოროიდული, ღეროიანი, ღუმლის, შესავალი, შუალედური, ჩამამიწებელი, ძაბვის, ძალური, წევის, ხაზისა და სხვა.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები