ტრაპიზონის დაზავება 1021

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაპიზონის დაზავება 1021 – მოხდა საქართველო-ბიზანტიის 1021-22 ომის მსვლელობაში.

1021 საომარი მოქმედებები, რომლებმა, ძირითადად იმიერტაო მოიცვეს, მიუხედავად ქართველთა ცალკეული წარმატებებისა, საბოლოოდ მაინც ბიზანტიელთა გამარჯვებით დამთავრდა. გადამწყვეტ შეტაკებაში – შირიმთან, საქართველოს ლაშქარმა მარცხი იწვნია, რის შემდეგაც ბიზანტიელები ქვეყნის სიღრმეში შეიჭრნენ და ჯავახეთი და თრიალეთი მოაოხრეს. ასეთ ვითარებაში, გიორგი I იძულებული შეიქნა დაეწყო საზავო მოლაპარაკებები ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-თან, რომელიც, გამოზამთრების მიზნით, ტრაპიზონს დაბანაკდა. ელჩთა ურთიერთგაცვლის შედეგად, რომელთა შორის იხსენიება ვალაშკერტის ეპისკოპოსი ზაქარია, მეომარი მხარეები დაზავდნენ. დაზავების პირობებით საქართველოს ხელისუფლება ბიზანტიას უბრუნებდა ყველა იმ ციხესიმაგრეს, რომელიც თავის დროზე დავით III, კურაპალატს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, გიორგი I ოფიციალურად ცნობდა იმპერატორის უზენაესობას და აცხადებდა თავს მის მოკავშირედ, ხოლო ტახტის მემკვიდრეს – უფლისწულ ბაგრატს კონსტანტინოპოლში აგზავნიდა. ტრაპიზონის დაზავება ხანმოკლე აღმოჩნდა. ისარგებლა რა ბიზანტიაში ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხებით, გიორგი I-მა უარი თქვა ზავზე და ომი განაახლა, მაგრამ საქართველოს მეფემ ამჯერადაც მარცხი განიცადა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები