ტრაქეის კლინიკური გამოკვლევა
ტრაქეის კლინიკური გამოკვლევა
სარჩევი |
დათვალიერება
მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რომელი დისპნოე არის უფრო მძიმე, ინსპირაციული თუ ექსპირაციული. როგორია გულმკერდის და მუცლის კუნთების მოძრაობა ამოსუნთქვის დროს. როგორც წესი, ნორმალურ ორგანიზმში, ამოსუნთქვა მუცლის კუნთების ჩართვის გარეშეა შესაძლებელი.
მოსმენა
აუცილებელია სუნთქვის ხმაურის მოსმენა. ისმის თუ არა რაიმე უცნაური, მაგალითად, სტვენის ხმა, ან ხიხინი და Wheezing-ი. ხველა, რომელიც შეიძლება იყოს „მყეფავი“.
ფილტვების აუსკულტაცია, რომელიც, ბრონქული პრობლემის დროს, რომელიმე მხარეს სუნთქვის ჩამორჩენაში გამოიხატება.
პალპაცია
ტრაქეის გასწვრივ, ლავიწზედა მიდამოსთან ან კისრის სხვა მიდამოში, პალპაციით შეიძლება ასიმეტრიის შეგრძნება, რაც ტრავმის ან სიმსივნის ზეწოლის გამო შეიძლება განვითარდეს. ეპიგასტრალური მიდამოს პალპაციით შეიძლება შევიგრძნოთ ამოსუნთქვის დროს მუცლის კუნთების კონსტრიქცია-შეკუმშვა.
რადიოლოგიური კვლევა
დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსი გახდა რუტინული კვლევა. ამიტომ, ტრაქეის დაზიანებაზე ეჭვის დროს, ეს კვლევები აუცილებლად არის ჩასატარებელი.
ენდოსკოპიური კვლევა
ენდოსკოპიური ტრაქეოსკოპია, ჩვენი აზრით, არის ყველაზე კარგი საშუალება გამოვავლინოთ ტრაქეის ობსტრუქციის მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში, შევასრულოთ ბიოფსია.
მისი შესრულება შეიძლება როგორც რიგიდული, ასევე ფიბრო-ტექნიკით – ფიბროსკოპით. ორივე ხელსაწყოს აქვს გარკვეული უპირატესობები. ამიტომ საჭიროა ორივე ტექნიკის ცოდნა. მინი ოპერაციები-ბიოფსიები ეს ყველაფერი შესაძლოა ამ ტექნიკის გამოყენებით ჩატარდეს. თუმცა, უცხო სხეულის ამოღების დროს, რიგიდული ენდოსკოპია დღესაც საუკეთესო მეთოდად რჩება.
სუნთქვის ფუნქციური მაჩვენებლების კვლევა
მონაცემები შესუნთქვა-ამოსუნთქვის მოცულობის შესახებ, მნიშვნელოვანია პაციენტის სტატუსის შესაფასებლად (ოპერაციის ჩვენების დასადგენად) და ასევე, მკურნალობის ეფექტურობის განსასაზღვრად.