ტრაქეოფილუსი
ტრაქეოფილუსი –(Tracheophilus; ტრაქეა + philos მოყვარული, ჰელმინთების გვარი; მიეკუთვნება Cyclocoeliidae-ს ოჯახს, Trematoda-ს კლასს. პარაზიტობს იხვისა და ბატის ტრაქეაში. ტრემატოდები (Trematoda; ბერძნ. trematodes მისაწოვრების მქონე) – ჰელმინთების კლასი; მიეკუთვნება Plathelminthes-ის ტიპს.
ტრაქეოფილუსების სხეული ბრტყელია. გამონაკლისია პარამფისტომატები, რომელთა სხეული ლილივისებრი ან მსხლისებრი ფორმისაა. კუნთოვანი მისაწოვრები (საფიქსაციო ორგანოები) განლაგებულია სხეულის წინა ბოლოზე, ვენტრალურად ან სხეულის უკანა ბოლოზე. ტრაქეოფილუსები ჰერმაფროდიტებია (გამონაკლისია შისტომატატები). მათ განვითარების რთული ციკლი აქვთ, მასპინძლებისა და თაობების მონაცვლეობით. პირველი შუალედური მასპინძლებია – მოლუსკები, მეორე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – რგოლიანი ჭიები, მოლუსკები, კიბოსებრები, ფეხსახსრიანები, ხოლო ხერხემლიანებიდან – უმთავრესად, თევზები. ზოგიერთს რეზერვუარული მასპინძელი გააჩნია. მათი დეფინიტური მასპინძლებია ხერხემლიანები, იშვიათად – უხერხემლოები. ტრაქეოფილუსები პარაზიტობენ სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში