ტრეპონემოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრეპონემოზი – (treponemosis cuniculi; ბერძნ. trypanon ბურღი + ბერძნ. osis დაავადება და ლათ. cuniculus ბოცვერი) – ბოცვერის სპიროქეტოზი, ქრონიკული ფორმით მიმდინარე დაავადება, რა დროსაც კანზე გარე სასქესო ორგანოების, ანუსისა და სხვა მიდამოში ფეტვის მარცვლის ზომის პაპულები ჩნდება. ცხოველების დაინვაზიება ხდება პაპულებიდან გამონადენით, განსაკუთრებით შეწყვილების დროს. ამთვისებელია კურდღელი, თაგვი, ვირთხა, ზღვის გოჭი, ზაზუნა.