ტრესკინის მოლაპარაკებები 1810
ტრესკინის მოლაპარაკებები 1810 – ირკუტსკის გუბერნატორის ნ.ი. ტრესკინის შეხვედრები ცინების ჩინეთის წარმომადგენლებთან, კიასტა-მაიმაჩუნის რაიონში 19.II(3.III)-13(25).III.1810.
პეკინში ი. ა. გოლოვკინის წარუმატებელი ელჩობის შემდეგ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდა. იმ მზარდმა საფრთხემ, რომელიც ჩინეთს დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაემუქრა, ცინების მთავრობა აიძულა, გადაედგა ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მიმართულებით.
1808 მანჯურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნ.ი. ტრესკინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 1810 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც ტრესკინმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის განვითარების პროგრამა წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთდახმარების ხელშეკრულების დადებას რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, თუმცა მანჯურიის წარმომადგენლებმა თავისი შემხვედრი წინადადებები მხოლოდ რუსეთის ელჩობის განახლებაზე დაიყვანეს. ნ.ი. ტრესკინის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.