ტრიგონომეტრიული განტოლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიგონომეტრიული განტოლება – ალგებრული განტოლება უცნობი არგუმენტის ტრიგონომეტრიული ფუნქციის მიმართ. ჩვეულებრივ, ტრიგონომეტრიულ განტოლებაში შემავალი ტრიგონომეტრიული ფუნქციის ნიშნის ქვეშ მდგომი არგუმენტი განიხილება, როგორც უცნობი არგუმენტის წრფივი ფუნქცია, ე. ი. (qx+k) სახისა, სადაც qϵQ, kϵZ. ტრიგონომეტრიული განტოლებების ამოხსნა ჩვეულებრივ დაიყვანება უმარტივესი ტრიგონომეტრიული განტოლების ამოხსნაზე: sinx=a, cosx=a, tgx=a.