ტრიგონომეტრიული მწკრივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიგონომეტრიული მწკრივი – a0/2+ (an cosnx + bn sinnx) სახის ფუნქციონალური მწკრივი, ანუ ჯერადი რკალების სინუსებად და კოსინუსებად გაშლილი მწკრივი. კოეფიციენტები an, bn არ არიან დამოკიდებულები x- ზე.
კომპლექსური ფორმით ტრიგონომეტრიული მწკრივი ასე ჩაიწერება:
აქ an, bn, cn რიცხვებს ტრიგონომეტრიული მწკრივის კოეფიციენტებს უწოდებენ. ტრიგონომეტრიული მწკრივები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათემატიკასა და მის გამოყენებაში (მათემატიკური ფიზიკის ზოგიერთი ამოცანის ამოხსნაში, სიმრავლეთა თეორიაში, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში, ფურიეს ინტეგრალთა თეორიაში და სხვა).