ტრიერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიერი- (ტრირემი) (ლათინური triremis < tres, tria – სამი და remis – ნიჩბები), საბრძოლო ხომალდი ძველ საბერძნეთსა და რომში, რომლის მთავარი იარაღი იყო ტარანი – წვეტიანი ქიმი, დამატებითი – სატყორცნი მანქანები (ბალისტები, კატაპულტები). ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა ორივე გვერდზე სამ რიგად განლაგებული ნიჩბები.