ტრიერი ლარს ფონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლარს ფონ ტრიერი – (დაიბადა 1956 წელს კოპენჰაგენში, დანია) – დანიელი კინორეჟისორი და სცენარისტი, კინომანიფესტის „დოგმა 95“ თანაავტორი. საერთაშორისო კინოჩვენებების არაერთგზის პრიზიორი, მათ შორის კანის კინოფესტივალის (2000) მთავარი ჯილდოს მფლობელი.
ტრიერმა 1983 წელს დაამთავრა დანიის ეროვნული კინოსკოლა.
1992 წელს მან და პროდუსერმა პეტერ ოლბეკ იენსენმა დააარსეს კინოკომპანია „ძენტროპა“. შემდგომში კინოკომპანიის დახმარებით იღებდნენ როგორც ტრიერის, ასევე სხვა დანიელი რეჟისორების ფილმებს.
ფილმოგრაფია:
- 1984 – „დანაშაულის ელემენტი“
- 1987 – „ეპიდემია“
- 1991 – „ევროპა“
- 1994 – „სამეფო“
- 1996 – „ტალღების გამპობი“
- 1998 – „იდიოტები“
- 2000 – „ღამეში მოცეკვავე“
- 2003 – „დოგვილი“
- 2005 – „მენდერლეი“
- 2009 – „ანტიქრისტე“
- 2011 – „მელანქოლია“
- 2013 – „ნიმფომანი ქალი“
და სხვა.
ჯილდოები:
- 1984 – „დანაშაულის ელემენტი“ (კანის სკფ. ტექნიკური გრან-პრი)
- 1991 – „ევროპა“ (კანის სკფ. ჟიურის პრიზი, პრიზი მხატვრული ღვაწლისთვის, ტექნიკური გრან-პრი)
- 1995 – „სამეფო“ (კარლოვი ვარის სკფ. საუკეთესო რეჟისორი)
- 1996 – „ტალღების გამპობი“ (კანის სკფ. ჟიურის დიდი პრიზი, ფიპრესის პრიზი; სეზარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
- 2000 – „ღამეში მოცეკვავე“ (კანის სკფ. ოქროს პალმის რტო, მაყურებლის სიმპათიის პრიზი რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრისთვის; ესპანური კინოაკადემიის პრიზი გოია)
- 2003 – „დოგვილი“ (ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო რეჟისორს).