ტრიპანოსომოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიპანოსომოზები– (trypanosomoses; აღმძვრელის გვარის დასახელება Trypanosoma + oses დაავადებები), ცხოველებისა და ადამიანის ტრანსმისიული დაავადებები. აღმძვრელები – შოლტისებრი უმარტივესები, მიეკუთვნებიან Trypanosomidae-ს ოჯახს. ტრიპანოსომოზები გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით, სამხრეთის ქვეყნებში. დაინვაზიება ხდება სისხლმწოვი მწერების მეშვეობით ან დაგრილების დროს (T. equiperdum). მტაცებლების დაინვაზიება შესაძლებელია ალიმენტარული გზითაც.
სიმპტომები: სხეულის მაღალი ტემპერატურა, დაძაბუნება, ლიმფური კვანძების გადიდება, შეშუპებები, ნერვული სისტემის დაზიანება. ცხოველი კახექსიის შედეგად იღუპება.