ტრისკელიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერადი ლითონისგან დამზადებული, ტრისკელიონის ფორმის თანამედროვე ნაკეთობები
ტრისკელიონი (ტრისკელი, „სიცოცხლის სპირალი“) (ბერძ. triskelḗs სამფეხა; სამფეხი < tri- სამი და skélos ფეხი) – ორნამენტული მოტივის დეტალი, სადაც გამოსახული სამმაგი სპირალი ერთგვარ მბრუნავ სიმეტრიას ქმნის სამმაგი სპირალი შეიძლება შედგებოდეს ურთიერთდაკავშირებული არქიმედეს სპირალებისგან ან გამოსახავდეს ადამიანის სამ მოხრილ ფეხს.
შესასვლელის ქვა (მეგალითური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში) ზედაპირზე ამოკვეთილი ტრისკელიონით, მითის საგრაფო, ირლანდიის რესპუბლიკა

ამ მისტიკურ სიმბოლოში კარგად იყო შერწყმული სილამაზე (სიმეტრია, გეომეტრია) და ენერგია. ტრისკელიონი გავრცელებული იყო ძველი მალტის კულტურაში, ცნობილი იყო თანამედოვე ევროპისა და ცენტრალური აზიის ძველ მკვიდრთათვის, ასევე კრეტამიკენელთა (ეგეოსის კულტურა), ეტრუსკთა და იაპონელთათვის. ითვლება, რომ ტრისკელიონი ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა ირლანდიაში. იქ უძველესი კელტური ტრისკელიონი აღმოჩენილია ნიუგრეინჯში (კორიდორული სამარხი – აგებულია დაახლოებით ძვ. წ. მე-4, მე-3 ათასწლეულების მიჯნაზე; ზოგიერთი წყაროს მიხედვით დაახლოებით ძვ. წ. 3200 წელს; მდებარეობს ქ. დუბლინის სამხრეთით, დაახლ. 40 კილოემტრში) – წინაისტორიული, ნეოლითური, არქეოასტრონომიული მეგალითური ძეგლის ქვის ლოდების [სურ. 2. შესასვლელის ქვა (მეგალითური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში) ზედაპირზე ამოკვეთილი ტრისკელიონით, მითის საგრაფო, ირლანდიის რესპუბლიკა]. ტრისკელიონი აგრეთვე ტრადიციული სიცილიური (ხმელთაშუაზღვის უდიდესი კუნძლი, იტალიის რესპუბლიკის დამოუკიდებელი რეგიონი) სიმბოლოა. ის გამოსახულია სიცილიის დროშასა და გერბზე. ტერმინი წარმოიშვა ძვ. წ. VIII საუკუნეში, ხმელთაშუა ზღვაში ახალი ტერიტორიების აღმოჩენის მიზნით წარგზავნილი ბერძნული ექსპედიციის მიერ კუნძულ სიცილიის აღმოჩენის შემდეგ. შემორჩენილია ძველი ბერძნული კერამიკული ნაკეთობანი, რომლებზედაც გამოსახულ მებრძლთა ფარებზე ტრისკელიონი ჰერალდიკური ემბლემის ფორმითაა ნაჩვენები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები