ტრიქომონადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიქომონადა – (trichomonas; ბერძნ. thrix თმა, ბეწვი + monas, monados განუყოფელი, ერთეული), უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Trichomonadidae-ს ოჯახს, Mastigophora-ს ქვეტიპს.

ტრიქომონადასათვის დამახასიათებელია 3-5 შოლტის, მოკლე, უნდულირებადი მემბრანისა და აქსოსტილის არსებობა. ტრიქომონადაები ლოკალიზებენ შარდსასქესო ორგანოებში, ცხვირისა და პირის ღრუებში.

Trichomonas foetus, Trichomonas equi, Trichomonas suis და Trichomonas vaginalis – სახეობები, რომლებიც, შესაბამისად, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ცხენის, ღორისა და ადამიანის პარაზიტებია და მათ ტრიქომონოზს იწვევენ.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები