ტრიქოსტრონგილუსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიქოსტრონგილუსები

ტრიქოსტრონგილუსები – (Trichostrongylus; ბერძნ thrix, trichos თმა, ბეწვი + strongylos ცილინდრული), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Trichostrongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს. სახეობები:

- Trichostrongylus colubriformis (ლათ. coluber + forma ფორმა) – პარაზიტობს წვრილფეხა და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, აქლემის მაჭიკსა და წვრილ ნაწლავებში, მღრღნელებისა და ადამიანის წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან;

- Tr.axei (ლათ. axei ღერძი) – პარაზიტობს წვრილფეხა და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ირმის, ანტილოპას მაჭიკსა და წვრილ ნაწლავებში, ასევე, ღორის, ცხენისა და ადამიანის კუჭში. გავრცელებულია ყველგან;

- Tr.retortaeformis (ლათ. retortus უკან მობრუნება, დახვევა + forma ფორმა) – პარაზიტობს კურდღლებისა და ბოცვრების კუჭსა და წვრილი ნაწლავის წინა უბანზე. გავრცელებულია ყველგან;

- Tr.tenuis (ლათ. tenuis წვრილი) – პარაზიტობს იხვის, ბატის, ინდაურის, ციცრის, ხოხბის ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები