ტრუვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრუვერი – (ფრანგ. trouvere, მხ. რ. trouver – პოვნა) პოეტი მომღერალი XII-XIII ს-ში საფრანგეთში. ფეოდალთა კარზე. ტრუვერები ძირითადად თვითონვე იყვნენ ავტორებიც და შემსრულებლებიც. მათზე დიდი გავლენა მოახდინეს ტრუბადურებმა.ტრუვერები ავითარებდნენ შემდეგ ჟანრებს; ალბა, სირვენტა, პასტორელა, სიმღერა (chanson) და სხვ. ცნობილი ტრუვერები იყვნენ: კრეტიენ დე ტრუა, გოტიე დ` არასი, ჟან ბოდელი, გას ბრიულე, მარია ფრანგი და სხვ.