ტრულო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ტრულო (იტალ. trullo < აპულიური დიალექტი truḍḍu < გვიანდ. ბერძნული trŷllos გუმბათი < ლათ. trulla ციცხვი, ჩამჩა) – ტრადიციული ქვის ფიჭური საცხოვრებელი სახლი იტალიაში, აპულიის რეგიონის დასახლებებში, რომელსაც ჰქონდა კონუსური ქვის სახურავი და აგებდნენ წინაისტორიული ტექნოლოგიით – მშრალი წყობით, დუღაბის გარეშე. როგორც წესი, ტრულო გამოიყენებოდა დროებით თავშესაფრად, სამეურნეო საწყობად ან როგორც სოფლის მშრომელების მუდმივი საცხოვრებელი სახლი. დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი ტრულო, რომლის აგების წელი (1559 წ.) შენობის კედელზეა ამოჭრილი, აპულიის რეგიონში, იტრიას ველზე მდებარეობს. ამავე რეგიონის კომუნა ალბერობელოში ტრულოების მთელი უბანია, რომელიც შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (1996 წ.). ტრულოები განსაკუთრებით პოპულარული იყო XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში, როდესაც რეგიონში ძლიერ განვითარდა მევენახეობა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები