ტრუმენის დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრუმენის დოქტრინააშშ-ის მთავრობის საგარეო-პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა ჰ. ტრუმენმა 1947 წლის მარტში კონგრესისათვის გაგზავნილ წერილში, დაკანონდა 1947 წლის მაისში კონგრესის მიერ მისი დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.

ითვალისწინებდა 1947-48 400 მლნ დოლარის გამოყოფას საბერძნეთისა და თურქეთისათვის დასახმარებლად, ამ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების დამყარების თავიდან ასაცილებლად, ტრუმენის დოქტრინა მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის 1939-45 შემდეგ საბჭოთა კავშირის ექსპანსიის შეჩერებას „დემოკრატიისა და სოციალიზმის" გავრცელების ნიღბით. ტრუმენის დოქტრინამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი „ცივი ომის“ გამძაფრებას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები