ტრუმენის პროგრამის მეოთხე პუნქტი
ტრუმენის პროგრამის მეოთხე პუნქტი – აშშ-ის მიერ განვითარებადი ქვეყნებისადმი ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა პროგრამა. რომლის ძირითადი იდეა ჩამოყალიბებულ იქნა ჰ. ტრუმენის სიტყვაში 20.1.1949, მეორეჯერ მის მიერ კონგრესში პრეზიდენტის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით წარმოთქმულ სიტყვაში (მე-4 პუნქტი. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა „მშვიდობა და თავისუფლება”), აგრეთვე ტრუმენის კონგრესისადმი სპეციალურ მიმართვაში 24.VI.1949. „მეოთხე პუნქტის“ ცხოვრებაში გატარება დაიწყო ფაქტობრივად 1950 წლის იანვრიდან.
ღონისძიების რეალიზაციასთან დაკავშირებით აშშ-სა და განვითარებად ქვეყნებს შორის იდებოდა ორმხრივი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზე აშშ, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე, უზრუნველყოფდა თავისი ექსპერტების შეშვებას დახმარების მიმღები ქვეყნის მთავრობის საკვანძო უწყებებში. აშშ-ის სუბსიდიას აძლევდნენ რკინიგზებისა და გზატკეცილების, საზღვაო პორტების, აეროდრომებისა და სხვ. მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის. 60-იან წლებში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური დამოუკიდებლობის განვითარებასთან დაკავშირებით აშშ-მა შეიმუშავა განვითარებადი ქვეყნების დახმარების ახალი მეთოდები. განვითარების მრავალწლიანი პროგრამის დაფინანსება. ე.წ. „რბილი” სესხების მიცემა, საერთაშორისო ბანკების გამოყენება და სხვ., რომლებიც განმტკიცებულ იქნა 1961 მიღებული „კანონთ დახმარების შესახებ“.