ტუარის შეხვედრა 1926
ტუარის შეხვედრა 1926 – არაოფიციალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების – საფრანგეთის (ა. ბრიანი) და გერმანიის (გ. შტრუზემანი), შედგა 17.IX ტუარში (საფრანგეთი) შვეიცარიის საზღვართან ახლოს ერთა ლიგის სესიის მუშაობის დროს.
განიხილეს რა 1925 ლოკარნოს ხელშეკრულების დადების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივათა საკითხები. ბრიანმა ხაზი გაუსვა ყველა აღძრული საკითხის კარდინალური გადაწყვეტის აუცილებლობას. გერმანიის მხარის სურვილი იყო 1919 ვერსალის საზავო ხელშეკრულებათა გადასინჯვა. შტრეზემანმა მიიღო წინასწარი თანხმობა ბრიანისაგან რაინის ოლქის ოკუპაციის შეწყვეტასა და გერმანიისათვის ვადაზე ადრე ზაარის ოლქის დაბრუნებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გერმანიის შეიარაღებაზე კონტროლის შეცვლის შესახებ და თავისი მთავრობის სახელით საფრანგეთს დაჰპირდა რეპარაციის ხარჯზე დიდი თანხის გადახდას. ორივე მხარის მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა მოლაპარაკების შედეგები. მალე ამ შეთანხმების პრესაში გავრცელების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები წინ აღუდგნენ საფრანგეთისა და გერმანიის ეკონომიკურ დაახლოებას. 1929 წლის ნოემბერში ბრიანი იძულებული გახდა პარლამენტში გამოეცხადებინა, რომ ტუარში შტრეზემანთან არავითარი შეთანხმება არ დადებულა.