ტუმბო
ტუმბო – ჰიდრომანქანა, რომელიც მიყვანილ ენერგიას გარდაქმნის სითხის ნაკადის ჰიდრავლიკურ (მექანიკურ) ენერგიაში. ტუმბო-დანადგარით წარმოებს აგრეთვე ჩაკეტილი მოცულობიდან აირების გამოდევნა.
არსებობს ტუმბოს მრავალი სახეობა: ალვეიერის, ამომწოვი, ბალანსირული, ბენზინის, გრიგალური, დაკიდებული, დამხმარე, დგუშიანი, დიაგონალური, დიაფრაგმიანი, დიფერენციალური, დიფუზიური, ელექტრომაგნიტური, ერთსაფეხურიანი, ეტალონური, ექსცენტრიკული, ვაკუუმური, ვერცხლისწყლიანი, ზეთის, თვითშემწოვი, ინდუქციული, ინჟექტორული, კაფსულიანი, კბილა, კბილანა, კონდენსატის, მარტივი ქმედების, მაუხშოებელი, მაღალვაკუუმური, მაღაროს, მაჩქარებელი, მბრუნავი, მემბრანიანი, მექანიკური, მიმწოდი, მკვებავი, მოცულობითი, მრავალსაფეხურიანი, ნავთობის, ნელსვლიანი, ორთქლის, ორთქლჭავლური, ორმაგი ქმედების, ორყვინთა, პნევმატიკური, პულპის, რადიალურ-დგუშიანი, როტაციული, საბურღე, საკანალიზაციო, საკონდენსაციო, საქრევი, საწვავის, საჭირხნი, სახანძრო, სითბური, სიღრმითი, სპირალური, სორბციული, სწრაფსვლიანი, უდგუშო, ფეკალური, ფრთიანი, ფრქვევანა, ქსლის, ღერძული, ყვინთიანი, შემწოვი, შლამის, შნეკური, ჩამოსასხამი, ჩაყვინთული, ცალმაგი, ცენტრიდანული, ციბრუტა, ძრავიანი, წყალამოსაღვრელი, წყალჭავლური, წყლის, ჭავლური, ხელის, ჰაერისა და სხვა.