ინდუქციული ტუმბო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ტუმბო ინდუქციული-დან)
ინდუქციული ტუმბო – ტუმბო, რომელიც გამოიყენება დენგამტარი სითხეების გადასაადგილებლად ელექტრომაგნიტური ძალების მეშვეობით, რომლებიც წარმოიშობა ტუმბოს ინდუქტორისა და ინდუქცირებული სითხის მაგნიტური ველების ურთიერთქმედებით. გამოიყენება თხევადი ტუტე მეტალების (1000°C-ზე მეტი ტემპერატურით) მისაწოდებლად მეტალურგიაში, ატომურ ენერგეტიკასა და ტექნიკის სხვა დარგებში.