ტუნელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტუნელი (ფრანგ. tonele < tonnelle ძაბრისებრი ქსელი) – ჰორიზონტალური მიწისქვეშა გვირაბი, რომელსაც აქვს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გამოსასვლელი მიწის ზედაპირზე და ემსახურება ტრანსპორტის მოძრაობას, წყლის გატარებას, საკომუნიკაციო ხაზებსა და ა.შ. (მაგ., მიწისქვეშა გადასასვლელი, გასასვლელი სპორტულ სტადიონზე, საიდანაც მოთამაშეები ამოდიან სათამაშო მინდორზე და სხვ.).