ტურბინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტურბინა (ფრანგ. turbine < ლათ. turbo გრიგალი, ბრუნვა დიდი სიჩქარით) – პირველადი ძრავა სამუშაო ორგანოს, როტორის ბრუნვითი მოძრაობით და უწყვეტი სამუშაო პროცესით – გარდაქმნის სამუშაო სხეულის (ორთქლი, აირი, წყალი) კინეტიკურ ენერგიას მექანიკურში. ის ნიჩბებიანი მანქანაა: მრუდხაზოვან ნიჩბებზე, რომლებიც როტორზეა დამაგრებული, მოხვედრილი აირის, ორთქლის, წყლის ჭავლის ზემოქმედებით ბრუნვით მოძრაობაში მოდის როტორი. ტურბინას ფართოდ იყენებენ ელექტრული გენერატორების ამძრავებად.