ტურცხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტურცხი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭერულის (ფარავნის აუზი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1730-1760 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან დასავლეთით 18 კმ მანძილზე, ტურცხის თემის საკრებულო. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1407, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). ალექსანდრე ფრონელი წერს: „ბავრისა, ხულგუმოს, კართიკამის და ტურცხის კათოლიკეებმა სომხური არ იციან. ზოგნი ამბობენ, რომ ეგენი ქართველები არიან და გადმოსახლდნენ არტაანის ოლქიდან (ველი), ზოგნი კი უჩვენებენ (ანუ, უთითებენ) სომხეთის მუშს, საიდანაც ვითომ იგინი მოსულან. ველი ძველად ქართული პროვინცია იყო”.