ტყემალაძე ანზორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანზორ ტყემალაძე – (1936-1900), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), დაიბადა სოფელ მუხუროთუბანში (ჭიათურის რაიონი). 1953 წელს დაამთავრა ამავე რაიონის სოფელ ზემო ზოდის საშუალო სკოლა, 1963 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, 1966 წელს კი - ასპირანტურა ესთეტიკის სპეციალობით.

ა. ტყემალაძე 1966 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრახე, იყო კათედრის დოცენტი, პროფესორი, 1989-1999 წლებში - ამავე კათედრის გამგე. მის სამეცნიერო-კვლევით ინტერესებში შედიოდა ესთეტიკის, კულტურის ფილოსოფიისა და აქსიოლოგიის პრობლემები. იგი არის სამი მონოგრაფიისა და 30-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.



თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები