ტყემალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტყემალი - (Prunus divaricata Ledeb.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 2-10 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, დატოტვილი და მეტ-ნაკლებად ეკლებიანი. ფოთლები ოვალური ან ოვალურ-კვერცხისებური ფორმისაა, ოვალურ-ლანცეტამდე, თანდათანობით წაწვეტებული, კიდეზე ხერხისებურკბი-ლებიანი, ზედა მხარე – შიშველი, ქვედა მხარე ძარღვების გაყოლებაზე -ბეწვით მოფენილი. ყვავილები თითო-თითოდაა განლაგებული 1-2 სმ სიგრძის ყუნწებზე. გვირ-გვინის ფურცლები თეთრია, იშვიათად – მოვარდისფრო, კვერცხისებური ან ოვალურ-კვერცხისებური, ბლაგვი ან წაწვეტებული. ყვ. ნაყ. V-VIIL მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე ტყეებში, ტყისპირა მიდამოებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.