ტყემლიანი ძველ-ახალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტყემლიანი ძველ-ახალი − წვნიანი კერძი. იგი შემდეგი წესით მზადდებოდა:
ლობიოს მარცვლებს ჭურჭელში ჩაყრიდნენ, რომელშიც ნახევრამდე ცივი წყალი უნდა ყოფილიყო და მოხარშავდნენ. შემდეგ მწვანე ლობიოს პარკებს ჩაამატებდნენ. როცა ისიც მოიხარშებოდა, წვრილად დაჭრილ პრასა-მაკიდოთი შეავსებდნენ და წამოადუღებდნენ, მარილსა და ნიორში ჩანაყილ ქინძს, ნიგოზს, პიტნასა და კამას შეუზავებდნენ. წამოდუღებისთანავე მოხარშულ, კურკაგამოცლილ ტყემალს შეურევდნენ და კვლავ წამოადუღებდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:131.