ტყვია (სასროლი იარაღის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თნამედროვე ტყვიები

ტყვია - დამაზიანებელი ელემენტი. მისი გასროლა ხდება სასროლი იარაღიდან. ცეცხლსასროლ იარაღში შედის ვაზნის შემადგენლობაში, ხოლო არაცეცხლსასროლ იარაღში (მაგალითად პნევმატური) ცალკეულ ხარჯვით ელემენტს წარმოადგენს.

ტყვია არის ჩვეულებრივი და სპეციალური. ცალკე სახეობას განეკუთვნება ფეთქებადი, პლასტიკური და სხვა. ტყვიის მომაკვდინებელი და დამაზიანებელი მოქმედება ხასიათდება მისი კინეტიკური ენერგიის მარაგით მიზანთან შეხების მომენტში. ჯავშანგამხვრეტი ტყვიისთვის საჭიროა მისი გულის საკმარისი სიმკვრივე. კუთხვილ იარაღზე გადასვლამდე (XIX საუკუნის შუა წლები) ტყვიას სფერული ფორმა ჰქონდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები