ტყვიისფერი ფშუკუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტყვიისფერი ფშუკუნა (ლათ. Bovista plumbea Pers რუს. Похровка свинцово-серая)
ნაყოფსხეული – ბურთისებრია, 1,5-3,5, სმ დიამეტრისა, გარეთა გარსი თეთრია, გლუვი, მალე ქრება; შიგნითა გარსი აგრეთვე გლუვია, აპკისებრი, ტყვიისფერ-ნაცრისფერი, რომელსაც წვერში ახასიათებს პატარა ბზარისებრი ნახვრეტი. შიგთავსი ჯერ თეთრია, შემდეგ – ჟანგისფერი, მომწვანო და, ბოლოს, მუქი იისფერ-ყავისფერი.
სპორები – მურაა, სფეროსებრი ან ელიფსისებრი, გრძელი, უფერული დანამატით, 4-6 მკმ დიამეტრისა.
იზრდება იმავე ადგილებში და სეზონში, როგორც შავი ფშუკუნა. საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში იხმარება, სანამ რბილობი გაუმუქდება.