ტყისბოლოკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყისბოლოკა

ტყისბოლოკა - (Dentaria quinquefolia M. Bieb. = Cardamine quinquefolia [M. Bieb.] Schmalh); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, დატოტვილი ფესურით. მცენარის სიმაღლე 20-25 სმ-ია. სწორი, მარტივი, შიშველი, ქვედა ნაწილში – უფოთლო. ფოთლები რგოლურად არის განლაგებული და 5-7-ფოთოლაკიანი. ფოთლები მოგრძო ან ხაზურ-ლანცეტაა, დაკბილული, მოკლეწამწამიანი კიდეებით. მტევანი მჭიდროა, 6-15-ყვავილიანი. გვირგვინის ფურცლები იისფერია, ვარდისფერი ან მოთეთრო. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელებულია მთელ ტყიან კახეთში. მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან – ჭალის ტყიდან დაწყებული ტყის ზედა სარტყლით დამთავრებული. მთელ საქართველოშიც ფართოდ არის გავრცელებული.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები