ტყის ტიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tulpa.PNG

ტყის ტიტა - Tulipa biebersteiniana Schult. & Schult.f.

წითელყვავილა ტიტას გარდა ჩვენში ველურად ყვითელყვავილა ტიტაც იზრდება. ისიც შროშანისებრთა ოჯახის მცენარეა. საქართველოში გვხვდება მხოლოდ თბილისის მიდამოებში. მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ტყის პირი და ბუჩქნარია, იშვიათად ნათესებშიც გვხვდება.

ტყის ტიტას ბოლქვი ოვალურია, 1-2 სმ სიგანის, ირგვლივ მკრთალი მიხაკისფერი გარსით შემოხვეული. ბოლქვს ხშირად უვითარდება მიწისქვეშა გრძელი ყლორტი, რომელიც ბოლოში კვლავ ბოლქვს იკეთებს. ღერო 15-30 სმ სიმაღლისაა. ფოთოლი ორია ან სამი, ღეროს შუა ადგილას მორიგეობით მჯდომი, მოყვანილობით ხაზური და თავწაწვეტილი. ღერო და ფოთლები შებუსვილი არ არის.

ყვავილობს აპრილში. ყვავილი ყვითელია, წითელყვავილა ტიტასთან შედარებით უფრო პატარა (3-3,5 სმ), ზარის მოყვანილობისა. ერთი ან ორი ყვავილი ღეროს კენწეროშია განლაგებული. წითელი ტიტას მსგავსად, ყვავილში ექვსი მტვრიანაა და ერთი ბუტკო, საიდანაც სამწახნაგიანი და ბრტყელი თესლით ამოვსებული ნაყოფი ვითარდება.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები