ტყის ფრინტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Frinta.PNG

ტყის ფრინტა - Anemone caucasica Willd. ex Rupr.

ფრინტა ბაიასებრთა ოჯახიდანაა. საქართველოში ფრინტას რამდენიმე სახეობა გვხვდება, ზოგი მათგანი ბარშია გავრცელებული ფოთლოვან ტყეებში ან ბუჩქნარებში, ზოგი კი მთაში — სათიბ-საძოვრებზე.

ძირი გამსხვილებული აქვს, როგორც ბუჩქისძირას. სიმაღლით იშვიათად აღემატება 20 სმ-ს, მეტწილად უფრო დაბალია. მიწისქვეშა გამსხვილებული ნაწილიდან ვითარდება ერთი გრძელყუნწიანი, განმარტოებული ფოთოლი, რომელიც სამადაა გაკვეთილი და უთანაბროდ დაკბილული. მისი გვერდითი ნაკვთები კიდევ ორადაა გაყოფილი. ღერო, რომელიც იმავე გამსხვილებული ნაწილიდანაა ამოსული, უფოთლოა. ყვავილის გრძელი ყუნწის ძირში ზის ე. წ. საბურველი, რომელიც ორი-სამი ფოთლისგანაა შემდგარი. საბურვლის ფოთლები სამნაკვთიანია, მოკლეყუნწიანი და უთანაბროდ დაკბილული.

ყვავილობს ადრე გაზაფხულზე. ღეროზე ერთი ყვავილია, ცისფერი ან მკრთალი ცისფერი, ზოგჯერ სრულიად თეთრი. გვირგვინის ფურცლები ათამდეა, ხშირად ბევრად მეტიც. თითოეული მათგანი მოგრძოა. ტყის ფრინტას ნაყოფი რთულია – შედგება მრავალი პატარა ნაყოფისაგან.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები