ტყის ცოცხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყის ცოცხი

ტყის ცოცხი – (Cytisus caucasicus Grossh. = Cytisus ruthenicus Wol.); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). 60-200 სმ სიმაღლის ბუჩქია. ღეროები და ყლორტები (განსაკუთრებით – ნორჩი ნაწილები) სქლადაა შებუსული. ფოთლები უკუკვერცხისებურია ან ელიფსური, 25 მმ-მდე სიგრძის. ყვავილედი მრავალყვავილიანი მტევანია. ჯამიც შებუსულია. გვირგვინი ღია ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთის შუა სარტყელში, ქვიან ფერდობებზე. იშვიათად – მუხნარ-რცხილნარი ტყეების ქვეტყეში. საქართველოში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან, კერძოდ, კახეთში – გომბორზე.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები