უაილდი ოსკარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსკარ უაილდი

უაილდი ოსკარ ფინგალ ო’ფლაერტი უილს− (ინგლ. Oscar Fingal O’Flahertie Wills Wilde, 1856-1900), ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, დრამატურგი და კრიტიკოსი.

მისი პირველი პიესა იყო „რწმენა ანუ ნიჰილისტები“, სადაც აშკარად გამოსჭვივოდა დრამატურგის მხარდაჭერა ახალი იდეების მიმართ. სიმბოლიზმის საუკეთესო ტრადიციების დაცვით არის შექმნილი ტრაგედია „სალომეა“, რომელიც მან დაწერა სარა ბერნარისათვის. მასში ისევე, როგორც ფრაგმენტში „ფლორენტიული ტრაგედია“, აღძრულია სიყვარულის ამბივალენტობის პრობლემა დიდი გავრცელება ჰპოვეს მისმა კომედიებმა „ლედი უინდერმირის მარაო“, „ქალი, რომელიც არ იმსახურებს ყურადღებას“, „რაოდენ მნიშვნელოვანია სერიოზულობა“, „იდეალური ქმარი“. ამ პიესებში აღწერილია მაღალი წრის ცხოვრება და პრობლემები. მისი პიესების მთავარი ღირსებაა მახვილგონივრული, პარადოქსებით აღსავსე დიალოგები. ბერნარდ შოუსთან ერთად, იგი ინტელექტუალური დრამის ფუძემდებელია.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები