უაიტჰოლის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1756

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უაიტჰოლის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1756 – (დიდ ბრიტანეთსა და პრუსიას შორის. ცნობილია ასევე როგორც უესტმისსტერის), ხელი მოაწერეს 27.I. ვაიტჰოლის სასახლეში (ლონდონი).

დიდი ბრიტანეთი პრუსიის სახით მოკავშირეს ეძებდა საფრანგეთის წინააღმდეგ, ხოლო პრუსია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით იმედოვნებდა თავისი პოზიციების განმტკიცების რუსეთთან და ავსტრიასთან ბრძოლაში, ასევე ახალი ტერიტორიების დაპყრობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ხელშეკრულებით გამოცხადდა მშვიდობა და მეგობრობა დიდ ბრიტანეთსა და პრუსიას შორის. თითოეული მხარე კისრულობდა, არ შეჭრილიყო მოკავშირის ტერიტორიაზე, ასევე გაეერთიანებინა ძალები გერმანულ სათავადოებში „რომელიმე უცხო სახელმწიფოს“ შეჭრის შემთხვევაში. ხელშეკრულება განაახლა მხარეებს შორის მანამდე დადებული ყველა ხელშეკრულება. ხელშეკრულებასთან ერთდროულად ხელმოწერილი დეკლარაციით დიდი ბრიტანეთი პრუსიის მეფეს 20 ათასი გირვანქა სტერლინგის სუბსიდიას ჰპირდებოდა. ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შვიდწლიანი ომის 1756-63 მომზადებაში, მას შედეგად მოჰყვა საფრანგეთის დაახლოება ავსტრიასა და რუსეთთან, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ძალთა განლაგება მომავალ ომში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები