უარყოფითი ეფექტების შემცირების ხარჯები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უარყოფითი ეფექტების შემცირების ხარჯები - (abatement cost), არასასურველი ეფექტების (გარემოს დაბინძურება, სატრანსპორტო ქსელის გადატვირთვა, ავტომობილის ძრავის მუშაობით გამოწვეული ხმაური და ა.შ.) შემცირების ხარჯები.

გარემოს დაბინძურების შემცირების კვალობაზე ხარჯების მრუდი იზრდება სწრაფი ტემპით. ეს აიხსნება იმით, რომ, მაგალითად, გარემოს დაბინძურებული სივრცის გარკვეული მონაკვეთის გაწმენდა შედარებით იაფია, მაგრამ დაბინძურების მთლიანად აღკვეთა გაცილებით ძვირი უჯდება საზოგადოებას. ასეთივე სიტუაციის მაგალითად გამოდგება ავტომობილის ძრავის მუშაობით გამოწვეული ხმაურის აღკვეთა. ერთი მანქანის ძრავის დაფარვა ხმაურსაწინააღმდეგო მასალით საგრძნობლად ამცირებს მის ხმაურს და ამისთვის გაწეული ხარჯებიც არ არის დიდი, მაგრამ ასეთი ტიპის მანქანებისგან ხმაურის მთლიანად აღკვეთა მოითხოვს ძრავის კონსტრუქციულ გადაკეთებას, რაც დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები