უახლოესი ამოცანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უახლოესი ამოცანა - უახლოესი ამოცანა სრულდება, როგორც წესი, თავდაპირველი ოპერატიული მოწყობით და გულისხმობს მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანებას, გარკვეულ ზოლში (რაიონში) მისი ძალების განადგურებას და ზღუდეების (რაიონების, ობიექტების) დაუფლებას. ამით იქმნება პირობები მომავალი წარმატებული საბრძოლო მოქმედებებისათვის.

სამხედრო-საზღვაო ძალების გაერთიანების უახლოესი საბრძოლო ამოცანა შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის ფლოტის დამრტყმელი დაჯგუფებების I ეშელონის განადგურება. მონაწილეობა გარკვეულ ზღუდეებამდე ზღვაზე ბატონობის მოპოვებაში, ზღვისპირა მიმართულებაზე მოქმედი სახმელეთო ჯარების დაჯგუფების მხარდაჭერა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები