უბეში ამორება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უბეში ამორება − ახალშობილის პირობითი გაშვილების წესი. ოჯახში ბავშვების ხშირი სიკვდილიანობის შემთხვევაში, როცა ახალშობილი გაჩნდებოდა, ბავშვს მრავალშვილიან, ბედნიერ დედასთან მიიყვანდნენ. ხელახალი დაბადების ნიშნად ქალი ბავშვს ფართო პერანგში ამოატარებდა − „უბეში ამოაძრენდა”. ბავშვს სახელსაც ახალს მისცემდნენ ანდა ახალშობილს აწონიდნენ და იმავე წონის თევზს მიწაში ჩაფლავდნენ. ეს ახალ ოჯახში ახალშობილის სიცოცხლის ჩანაცვლება, მისი სიმბოლური ინიციაცია იყო. ამის შემდეგ მიიჩნეოდა, რომ ახალშობილი ხელახლა იშვა და ასეთი სიმბოლური „მოკვდინება-აღდგომის” შემდეგ მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
ლიტერატურა
აჭარული დიალექტის... 2007:11; ლომთათიძე, ფუტკარაძე, 2015:38.