უდემანსიელა ფეხფესვა
ფეხფესვა უდემანსიელა (ლათ. Oudemansiella radicata (Fr.) sing რუს. Удемансиелла корневая)
ქუდი – 3-10 სმ დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, ახასიათებს ბორცვაკი, კიდეებისკენ რადიალურად ზოლიანია, ლორწოიანი ზედაპირით; მოთეთროა ან მოყავისფრო. ფირფიტები სქელია, განიერი, მეჩხრად განწყობილი, მოთეთრო, კიდეები კი – ყავისფერი.
ფეხი – 10-20 სმ სიგრძისა და 0,5-0,7 სისქისაა, ქუდისაკენ გაწვრილებული, შუაში გაბერილი, თითისტარისებრი, ძირში ფესვისებურადაა დაგრძელებული და დაგრეხილია, ხრტილოვანი აგებულებისა, ოდნავ ზოლიანია, თეთრია ან მურა.
რბილობი – თეთრია.
სპორები – ფართოელიფსისებრია, უფერული, 12-15X9-11მკმ.
იზრდება – ნიადაგზე ტყეში, გამხმარ და დამპალ ფოთლებს შორის, აგრეთვე დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
გამოიყენება საჭმელად მხოლოდ ქუდი.