უეცარი სიყრუე
უეცარი სიყრუე — ამ ტერმინით ოტოლოგები გამოვყოფთ სმენის ნეიროსენსორული დაქვეითების ტიპს, რომელიც უეცრად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვლინდება. ამ ტიპის სმენის დაქვეითებას იწვევს ჰერპესი, ტრავმები, ჰეპატოპათიები, ანტიკოაგულანტები.
სარჩევი |
მიზეზები
უმიზეზოდ განვითარებული სმენის დაქვეითება შესაძლებელია რომელიმე სერიოზული დაავადების წინაპირობაც იყოს. მაგალითად, გაფანტული სკლეროზი, ლეიკემია, სიფილისი, დიაბეტი.
პროცენტულად ეს ჯგუფი ძალიან პატარაა. თუმცა, მისი გამორიცხვა აუცილებელია
მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, უეცარ სიყრუეს ვირუსული ეტიოლოგია აქვს.
უეცარი სიყრუის ზოგიერთ შემთხვევას ლაბირინთოპათიას ვაბრალებთ. თუმცა, მისი, ისევე როგორც სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის დამტკიცება, ჯერჯერობით შეუძლებელია.
აუცილებელია სმენის ნერვის ნევრინომის დიფერენციალური დიაგნოსტიკაც, რომლის დროსაც სმენის დაქვეითება შესაძლებელია თავისთავად, მკურნალობის გარეშე გამოსწორდეს.
ამ კვლევების პარალელურად, აუცილებელია უეცარი სიყრუის სასწრაფო მკურნალობის დაწყება.
კლინიკური ნიშნები
კლინიკური გამოვლინება უეცარ ხასიათს ატარებს. გაღვიძებისას ან დღისით, პაციენტი მოულოდნელად აღნიშნავს სმენის დაქვეითებას, ტინიტუსს, შესაძლოა წონასწორობის დაკარგვაც.
ასეთი პაციენტის გამოკვლევა სასწრაფოდ არის საჭირო. მისი სპეციალისტთან გაგზავნა 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
- — აუცილებელია შემდეგი სახის მოქმედებები:
- — წოლითი რეჟიმი;
- — ვაზოდილატატორების დანიშვნა;
- — სტეროიდული თერაპია;
- — ანტიჰერპესული თერაპია;
- — ნეიროტროპული პრეპარატების დანიშვნა;
ამას ემატება ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიის დიფერენციალური დიაგნოსტიკა, რაზეც წინა აბზაცში ვწერდით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პაციენტის 7 დღიანი ჰოსპიტალიზაცია.
დაავადების განვითარება და მკურნალობა
ამ პათოლოგიების უმრავლესობას მკურნალობის გარეშეც კარგი პროგნოზი აქვს. ეტიოლოგიის მიხედვით, სხვადასხვა სახის მკურნალობა არის შესაძლებელი. თუმცა, მათი უპირობოდ დადებითი ეფექტი ჯერ-ჯერობით არ არის დამტკიცებული.
შემთხვევათა 2/3, სხვადასხვაგვარი მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გამოჯანმრთელებით მთავრდება.
პროგნოზის დამამძიმებელი ფაქტორებია: სმენის დაქვეითების ხარისხი, ხანგრძლივობა და ვერტიგო.
მიუხედავად ზემოთქმულისა, უეცარი სიყრუე აუცილებლად ითხოვს:
- — სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას ლაბირინთის დაზიანების გამოსარიცხად;
- — კორტიკოსტეროიდულ თერაპიას ვირუსული ეტიოლოგიის გამო;
- — ვაზოდილატატორების დანიშვნას;
პოსტმკურნალობის პერიოდში, შესაძლოა სმენის აღდგენა დაგვიანებით მოხდეს, განვითარდეს რეციდივები.
სმენის აღდგენის მიუხედავად, აუცილებელია გამოწვეული პოტენციალების გამოკვლევა. ამით ჩვენ სმენის ნერვის ნევრინომის დიფერენციალურ დიაგნოსტიკას ვაკეთებთ.
NOTA BENE
|
მორეციდივე სიყრუე
ასევე, არსებობს სმენის დაქვეითება, რომელიც არის იზოლირებული და არ ჯდება არცერთ პარამეტრში. სავარაუდოა, რომ ამ სიყრუეს საერთო ეტიოლოგია აქვს უეცარ სიყრუესთან და ამიტომ მას იგივე კვლევები სჭირდება, რაც უეცარ სიყრუეს.
ამ ტიპის სიყრუის დროს, სავარაუდო მიზეზად ლაბირინთის ჰიდროფსს ასახელებენ თუმცა, ვერტიგოს გარეშე.
მკურნალობის სქემად შეიძლება გამოყენებული იქნას მენიერის დაავადების მკურნალობის სქემა.
თუმცა, ტრავმის მქონე პაციენტებში შესაძლოა ლაბირინთის ფისტულის არარსებობა. ასევე, აკუსტიკური ნევრინომა, რომელიც შესაძლოა ამ პათოლოგიით გამოვლინდეს.