უზნის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უზნის ციხე, უზნარიანის ციხე – ციხე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუჯარეთისწყლის ნაპირას, დაბა წაღვერის სიახლოვეს. ვახუშტი ბაგრატიონი მას უზნარიანის ციხის სახელით იხსენიებს: „კიმოთისმანს ქვეით არს ციხე, თორის-წყლის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი“. ხალხური თქმულებით, ეს სახელი ციხეს ეწოდა მცენარე უზნის გამო, რომელიც იზრდება ციხის გარშემო. სხვა მოსაზრებით კი, ციხე ეკუთვნოდა უზნაძეების გვარს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები