უთესლო გრეიპფრუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უთესლო გრეიპფრუტი

უთესლო გრეიპფრუტი - აღმოჩენილია ნათესარებში. ახასიათებს მრავალი კლონური სხვაობა. იგი წარმოადგენს მაღალ, ფართოდ გაშლილ ვარჯიან ხეს. უხვად შეფოთლილია ფართო, მოგრძო ოვალური ფორმის, ღია მწვანე, თითქმის უხეში, ფოთლებით.

ფოთლის ფირფიტის ფუძე მომრგვალებულია, წვერი – მახვილწვეტიანი. ყუნწი საშუალო სიგრძისაა, ფართო და გულისებრი ფრთებით.

ჯიში უხვმოსავლიანია, ნაყოფი მაღალხარისხიანი, მასობრივად ჩვენში მაისის ბოლო რიცხვებში ყვავილობს. კალიფორნიის მასალების მიხედვით არამასობრივი ყვავილობისას ჩანასკვა იწვევს უწესო ფორმის ნაყოფების განვითარებას, რომელსაც სქელი კანი და მეტი სიმწარე ახასითებს. ეს ჯიში „დუნკანთან“ ერთად საყოველთაოდ ცნობილია მსოფლიო ბაზარზე და სამრეწველო ჯიშს წარმოადგენს, ჩვენში მისი სუსტი ყინვაგამძლეობის გამო სამრეწველოდ არ ვრცელდება.

უთესლო გრეიპფრუტი

ნაყოფი საკმაოდ დიდი, მრგვალი ან ბრტყელი მოყვანილობისა აქვს; ყვითელი ან ღია ყვითელია, მზის მხარეზე უფრო შემუქებული. წონა 420 გრ-მდეა, სიმაღლე – 10 სმ-მდე, დიამეტრი – 12 სმ. ეთერზეთოვანი ჯირკვლები საშუალოზე დიდია, ჩამჯდარი. ზედაპირი თითქმის გლუვია. წვერი – ბრტყელია, ბუტკოს კვალის სიბრტყე უჯირკვლოა, ფუძე ჩაწეულია და მონაოჭებული.

კანი სქელია, 21 მმ. ქვედა ფენა ნაზია და ფუყე. გულის ღერძის დიამეტრი 12 მმ, ამოვსებულია ფუყე ალბედოთი. რბილობი შედარებით თანაბარი, მახვილსოლისებრი, ფართოზურგიანი, შედგება 12 სეგმენტისაგან, ხორცი ყვითელია და მსხვილმარცვლოვანი.

საწვნე უჯრედები ერთ ბოლოზე შოლტიანები, მოკლე და მსხვილებია. წვენი საშუალო რაოდენობით იცის. გემო კარგი აქვს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები