უინთერბოთომი მაიქლ
მაიქლ უინთერბოთომი – (დაიბადა 1961 წლის 29 მარტს ბლექბერნში, დიდი ბრიტანეთი) – ბრიტანელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი და მსახიობი.
სწავლობდა კინოხელოვნებას ბრისთოლსა და ლონდონში. კარიერა დაიწყო ტელევიზიაში, სადაც გადაიღო ორი ფილმი ინგმარ ბერგმანზე და რამდენიმე ტელესერიალი. 1995 წელს, სრულმეტრაჟიან მხატვრულ კინოში დებიუტის დღიდან, გადაღებული აქვს ოცდახუთზე მეტი ფილმი, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა კინოფესტივალზე პრემიებით აღინიშნა.
კინოსურათი „მთელი ეს სამყარო” (2002 წელი) ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზ „ოქროს დათვით” დაჯილდოვდა; გადაეცა ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA, როგორც „საუკეთესო უცხოენოვან ფილმს”, 2006 წელს, მიიღო ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვი”, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, ფილმისთვის „გზა გუანტანამოში” (2006 წელი).
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1995 – „პეპლის კოცნა”
- 1997 – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სარაევოში”
- 1997 – „საუცხოო ქვეყანა”
- 2002 – „მთელი ეს სამყარო” (ბერლინის სკფ, „ოქროს დათვი”, ეკუმენური (ქრისტიანული) ჟიურის პრიზი, პრემია Peace Film Award; ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის”)
- 2004 – „9 სიმღერა”
- 2006 – „გზა გუანტანამოში” (ბერლინის სკფ, „ვერცხლის დათვი” საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის)
- 2008 – „გენუა” (სან-სებასტიანის სკფ, „ვერცხლის ნიჟარა” საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის)
- 2009 – „შოკის დოქტრინა”
- 2010 – „მკვლელი ჩემშია”
- 2011 – „ლამაზმანი მიყრუებული ადგილიდან”
- 2012 – „ყოველდღიურობა”
- 2013 – „სოხოს მეფე” („სიყვარულის მბრძანებელი”)
- 2014 – „მოგზაურობა იტალიაში”
- 2014 – „ანგელოზის სახე”
- 2017 – „მოგზაურობა ესპანეთში”
და სხვ.