უკადრისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უკადრისა - (Impatiens noli-tangera L.); ოჯახი: ინასებრნი (Balsaminaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, სიმაღლე – 40-100 სმ. ღერო მუხლებში გამსხვილებულია. ფოთლები ლეგა მწვანე ფერისაა, კვერცხისებური ან ელიფსურია, მსხვილბლაგვკბილა. ზედა ფოთლები თითქმის მჯდომარეა, ქვედები – გრძელყუნწიანი. ყვავილები იღლიურია, დიდი ზომისა, ყვითელი. ქვედა განაპირა ნაკვთები გაფართოებულია, შუა კი – წაწვეტებული. ხახა მოწითალო ლაქებითაა დაფარული. ყვ. VI-VIII; ნაყ. IX. მცენარე დამახასიათებელია დაჩრდილული ტენიანი ადგილებისათვის, იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ლაფანყურის მიდამოებში, ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.