უკლონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკლონიფშ.-ხევს.

  1. მიცვალებულები, საიქიოს მკვიდრნი, უდროოდ დაღუპულნი, რომელნიც „შავეთში“ იმყოფებიან. გლოვის ლექსებსა და ხმით ნატირლებში ფართოდ და მგრძნობიარედ არის გადმოცემული უკლოთა ყოფის მძიმე სურათები.
  2. საზოგადოდ უბედურნი.
შამიღეს კარი უკლოთა,
კარი მა შავეთისაო.

დ. გოგოჭური



ლიტერატურა

ივ. ხორნაული, ფშავ-ხევსურული პოეზია, 1949, გვ. 235.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები