უკუპროპორციულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უკუპროპორციულობა – x და y ცვლადებს შორის დამოკიდებულებას ეწოდება უკუპროპორციული, თუ იგი მოცემულია y=k/x ფუნქციის სახით (k≠0). უკუპროპორციული დამოკიდებულების გრაფიკს წარმოადგენს ტოლფერდა ჰიპერბოლა (ან მისი ერთი შტო).